Thumbnail

ნახეთ: 71 წლის სტივენ ტაილერი ახალ ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული როკ ჯგუფის, Aerosmith-ის ფრონტმენი, სტივენ ტაილერი ჟურნალ Haute Living-ის სტუმარია. ინტერვიუსთან ერთად გამოცემის ფურცლებზე 71 წლის არტისტის სურათები დაიბეჭდა, რომლებიც ფოტოგრაფმა ბრაიან სმიტმა გადაიღო. შემსრულებლის სტილზე მისმა მეგობარმა გოგონამ, ეიმი პრესტონმა იზრუნა.

► სტივენ ტაილერმა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის პერიოდი გაიხსენა

სტივენ ტაილერმა პოპულარობა Aerosmith-ში მოღვაწეობით მოიპოვა. კოლექტივი 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა. ჯგუფი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ალბომი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი შეკვეთილში გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული