Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: Regal | Cera Khin | Greenbeam & Leon | Yamanaste | Virginia | Sevda

31 დეკემბერი (სამშაბათი)

ახალი წლის ღამეს "ხიდი" ესპანელ არტისტს, Regal-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Cera Khin, Greenbeam & Leon და Yanamaste დაიკავებენ. G2-ში კი ბერლინელი არტისტი Virginia და Sevda დაუკრავენ. 

4. MZESUMZIRA: საზამთრო

31 დეკემბერი (სამშაბათი)

ახალ წელს კომუნა Mzesumzira ახალი პროექტით "საზამთრო" ხვდება. 31 დეკემბრის ღამეს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს 5 განსხვავებული სივრცე და 2 სცენა დახვდებათ, რომელსაც ქართველი არტისტები Dr. Emmett Brown, Frankie Beatnik, Audio Space, Rati, Autumn Tree და სხვები დაიკავებენ.

3. DECODER: Recondite | Cosmic Love Rotation | Tade 

31 დეკემბერი (სამშაბათი)

ახალი წლის ღამეს "სფეისჰოლი" გერმანელ არტისტს, Recondite-ს მასპინძლობს. მასთან ერთად სცენას ქართველი მუსიკოსები Tade და Cosmic Love Rotation დაიკავებენ.

2. BASSIANI / HOROOM: Giegling Night

1 იანვარი (ოთხშაბათი)

1 იანვარს კლუბი "ბასიანი" ცნობილი ლეიბლის, Giegling-ის ღამეს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე დიჯეი და პროდიუსერი VRIL, ლეიბლის თანადამფუძნებელი ATEQ და ქართველი არტისტი HVL წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახში კი SA PA, Eli Verveine და Resom  დაუკრავენ. 

1. MONO HALL: KayaKata

1 იანვარი (ოთხშაბათი)

1 იანვარს Mono Hall პოპულარულ ქართულ ჰიპ ჰოპ პროექტს, KayaKata-ს მასპინძლობს. ახალი წლის პირველ დღეს მსმენელთა წინაშე ასევე Bobby KenseiTurbohikariAccidboyDro და Hayate წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული