Thumbnail

დეკემბერი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის დეკემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. 070 Shake - Under The Moon

ახალგაზრდა მუსიკოსმა, დანიელე ბალბუენამ, სასცენო სახელით 070 Shake, ახალი კომპოზიცია Under The Moon და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში Modus Vivendi იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

9. Ed O'Brien - Brasil

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა, პროექტის EOB ფარგლებში ახალი, 9-წუთიანი კომპოზიცია Brasil და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის სოლო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გამოვა.

8. KayaKata - Elaiza Thornberry

პოპულარულმა ქართულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata ახალი კომპოზიცია Elaiza Thornberry გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი ტრადიციულად SABANADZE გახლავთ.

7. MGMT - In the Afternoon

ინდი როკ დუეტმა MGMT ახალი კომპოზიცია In the Afternoon და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. 2010 წელს დაწერილი სინგლი მუსიკოსების ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 31 მარტს გამოიცემა.

6. Jon Hopkins & Kelly Lee Owens - Luminous Spaces

ბრიტანელმა მუსიკოსებმა, ჯონ ჰოპკინსმა და კელი ლი ოუენსმა ახალი კომპოზიცია Luminous Spaces გაავრცელეს. ტრეკი ჰოპკინსის რელიზში Luminous Spaces / Luminous Beings იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 24 იანვარს ჩაეშვება.

5. Travis Scott & Sheck Wes - Gang Gang

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა ახალი კომპოზიცია Gang Gang გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის ლეიბლის Cactus Jack კომპილაციურ ალბომში Jackboys არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 დეკემბერს ჩაეშვა. ნამუშევარში თავად ტრევისის გარდა Sheck Wes, Don Toliver და Luxury Tax მონაწილეობენ.

4. The Voidz - Did My Best

ამერიკულმა ჯგუფმა The Voidz ახალი კომპოზიცია Did My Best გაავრცელა. სიმღერის პროდიუსერი პოპულარული კანადელი მუსიკოსი, მაკ დემარკო გახლავთ.

3. Kaytranada - Gray Area

კანადელმა მუსიკოსმა, ლუის სელესტინმა, სასცენო სახელით Kaytranada, ახალი კომპოზიცია Gray Area გაავრცელა. ჰიპ ჰოპ არტისტ მიქ ჯენკინსთან ერთად ჩაწერილი ტრეკი მის ბოლო ალბომში Bubba არის წარმოდგენილი, რომელიც 13 დეკემბერს გამოიცა. 

2. Tame Impala - Posthumous Forgiveness  

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ახალი კომპოზიცია Posthumous Forgiveness გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში The Slow Rush იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 14 თებერვალს ჩაეშვება.

1. Tyler, the Creator - Best Interest 

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტაილერ გრეგორი ოკონმამ, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახალი კომპოზიცია Best Interest გაავრცელა. მუსიკოსმა ტრეკი ბოლო ალბომზე IGOR მუშაობისას ჩაწერა, თუმცა, ის ნამუშევარში ვერ მოხვდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული