Thumbnail

7-წლიანი პაუზის შემდეგ, LL Cool J ახალ მუსიკაზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შვიდწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯეიმს სმიტი, ფსევდონიმით LL Cool J, ახალ კომპოზიციებზე მუშაობს. ვეტერანმა ქუინსელმა ემსიმ სტუდიაში ეპოქალური გაერთიანების A Tribe Called Quest ლიდერ Q-Tip-თანაც ითანამშრომლა. ელ ელის თქმით, ჩანაწერები ახლო მომავალში ცნობილი ლეიბლის Def Jam დახმარებით გამოიცემა.

"ამჟამად ახალ მუსიკაზე ვმუშაობ, რომლის პროდიუსერიც ჩემი პატარა ძმა Q-Tip გახლავთ", - დაწერა რეპერმა სოციალურ ქსელში.

ელ ელ ქულ ჯეის დღეისთვის ბოლო, რიგით მეცამეტე ალბომი Authentic 2013 წელს გამოიცა.

რეპერმა და მსახიობმა მუსიკალური კარიერა 1984 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის 1985 წლის სადებიუტო ალბომით Radio გაიცნო. 1980-იან წლებში ჯეიმსმა ჰიპ ჰოპის მეინსტრიმულ მუსიკად ქცევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. არტისტმა, რომელიც რეჩიტატივის კითხვის პარალელურად არენბი კომპოზიციებითაცაა ცნობილი, სხვადასხვა დროს გრემის 2 ჯილდო მოიპოვა. არაერთი გავლენიანი გამოცემა ქუინსელ შემსრულებელს ჟანრის ყველა დროის საუკეთესო წარმომადგენლებს შორის ასახელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული