Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. საზამთრო: Lil Louis

6 იანვარი (ორშაბათი)

შობის ღამეს "საზამთრო" რიგით მეორე ივენთს მასპინძლობს. ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე მისული სტუმრების წინაშე ჰაუს მუსიკის ლეგენდა, ჩიკაგოელი არტისტი Lil Louis წარდგება. მასთან ერთად ქართველი მუსიკოსები Dr. Emmett BrownAsh ScholemLevi Love DiscoYves და სხვები დაუკრავენ. 

Lil Louis @ Sazamtro

◤ See English Below ▹ საზამთროს რიგით მეორე საღამოზე ელექტრონული მუსიკის აღორძინების ეპოქის გმირი, პიონერი, კულტი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და დიჯეი, ჩიკაგო ჰაუსის შემქმნელი მამაღმერთი - Lil Louis დაუკრავს 🍉🎉 ▹ ბილეთების ყიდვა შეგიძლია ბმულზე: https://tickets.mzesumzira.com/ ▹ შემოგვიერთდით საზამთროს გვერდზე https://www.facebook.com/Sazamtroevent ------------------------------------------------------------------------- ▹ Pioneer, Icon, Mogul, and Renaissance man are all words that describe Louis Burns a.k.a Lil Louis. ▹ An international artist, producer, songwriter, DJ, credited as being the Founding Father of House Music - LiL Louis will host the night 🎄 🌟 ▹ Purchase tickets at: https://tickets.mzesumzira.com/ ▹ Join our page https://www.facebook.com/Sazamtroevent ◢

Posted by Mzesumzira on შაბათი, 04 იანვარი, 2020

4. BASSIANI / HOROOM: Marcel Fengler | Kancheli | Ninasupsa | Yves

10 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" ბერლინელ დიჯეის, Marcel Fengler-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Kancheli დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი Ninasupsa და Yves დაუკრავენ. 

3. KHIDI: Max Cooper | Barker | Jorjick 

10 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" ბერლინში მიღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს, Max Cooper-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Barker და Jorjick დაიკავებენ. G2-ში კი მსმენელთა წინაშე Yanamaste და Frequency Shifter წარდგებიან. 

2. JAZZ CLUB SINGER: რეზო კიკნაძის სიქსტეტი

11 იანვარი (შაბათი)

11 იანვარს Jazz Club Singer კომპოზიტორისა და შემსრულებელის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, რეზო კიკნაძის სიქსტეტს მასპინძლობს. კოლექტივის მოსმენა მსურველებს ჯაზ კლუბში ყოველ შაბათს შეუძლიათ. 

Reso Kiknadze Sextet at Jazz Club Singer რეზო კიკნაძე / Reso Kiknadze (საქსოფონი / sax) ლაშა საყვარელიძე / Lasha Sakvarelidze (საქსოფონი / sax) ნიკა გაბაძე / Nika Gabadze (გიტარა / guitar) ლუკა თოფურია / Luka Topuria (პიანო / piano) ხატია ქორიძე / Khatia Koridze (ბასი / bass) დანიელ ადიკაშვილი / Daniel Adikashvili (დოლები / drums) მაგიდის დასაჯავშნად, გთხოვთ, დარეკეთ / For reservations please call: 571 997 707 Singer Jazz Foundation ინფორმაცია: https://www.facebook.com/SingerJazzFoundation/posts/218080768739331 ანგარიშის ნომერი: GEL: GE33TB7333236080100009 USD: GE38TB7333236120100003 EUR: GE11TB7333236120100004 #ზინგერისჯაზისფონდი #SingerJazzFoundation 📍ჯაზ კლუბი ზინგერი პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N1 (თბილისის საკონცერტო დარბაზის ეზოში) #ჯაზკლუბიზინგერი 📍Jazz Club Singer 1 Petre Melikishvili str., Tbilisi, Georgia (Next to Tbilisi Concert Hall) #JazzClubSinger

Posted by Jazz Club Singer on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

1. MTKVARZE: Dr. Banana | Alec Falconer | Harry Wills | Kraumur | Ash Scholem

11 იანვარი (შაბათი)

11 იანვარს "მტკვარზე" ინგლისელ არტისტს, Dr. Banana-ს უმასპინძლებს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Alec Falconer და Harry Wills დაიკავებენ. პატარა ოთახში კი მსმენელთა წინაშე Kraumur და Ash Scholem წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული