Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი მოზეს სამნი ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას Me in 20 Years ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, ორმაგ ალბომში græ იქნება წარმოდგენილი, რომლის პირველი ნაწილი თებერვალში გამოიცემა, მეორე კი მაისში.

მოზეს სამნიმ მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გამოცემის შემდეგ, 2017 წელს კალიფორნიელმა არტისტმა სადებიუტო ალბომი Aromanticism გაავრცელა. სამნის შემოქმედება ელექტრო სოულსა და ფოლკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული