Thumbnail

Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, რომლის შემოქმედებაშიც ალტერნატიული როკის ელემენტები ხშირად შეიმჩნეოდა, პოპ პანკ ალბომი MURDER დააანონსა. ეს ინფორმაცია მუსიკოსმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Machine Gun Kelly - Why Are You Here

► ნახეთ: Limp Bizkit-მა Machine Gun Kelly-სთან ერთად კომპოზიცია Break Stuff შეასრულა

► ნახეთ: Machine Gun Kelly კლიპს Glass House ავრცელებს

ცნობილია, რომ სტუდიური ნამუშევრის შექმნაში მონაწილეობას პოპ პანკ ბენდის Blink-182 დრამერი, ტრევის ბარკერი მიიღებს, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთ რეპერთან ითანამშრომლა. 

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული