Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი მწვავე ინფექციებს - ლაიმის დაავადებასა და ქრონიკულ მონონუკლეოზს ებრძვის. ამის შესახებ მომღერალმა ინსტაგრამზე დაწერა.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰიტები Baby, Never Say Never და Love Yourself შეასრულა

► ჯასტინ ბიბერი: რასისტულ სიტყვებს გაუნათლებლობის გამო ვამბობდი

"ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ საშინლად გამოვიყურები, მეთამფეტამინს მოვიხმარ და ა.შ. მათ არ იციან, რომ ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება დამიდგინეს. ამის გარდა, ქრონიკული მონონუკლეოზის დიაგნოზი დამისვეს. ეს ყველაფერი აისახება ჩემს კანზე, ტვინის ფუნქციონირებაზე, ენერგიულობასა და, ზოგადად, ჯანმრთელობაზე. მალე ამის შესახებ იუთუბზე გავრცელებულ დოკუმენტურ სერიალში ვისაუბრებ. გაიგებთ ყველაფერს, რასთან მომიწია გამკლავება. რთული წლები გამოვიარე, მაგრამ სწორი მკურნალობა ამ ჯერ კიდევ უკურნებელი სენის დამარცხებაში დამეხმარება და მალე იმაზე კარგ ფორმაში დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ", - წერს 25 წლის არტისტი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ლაიმის დაავადება ჰქონდა კიდევ ერთი კანადელ პოპვარსკვლავს, ავრილ ლავინს, რომელმაც ჯასტინის მხარდასაჭერად ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. 

"ლაიმის დაავადების მქონე ადამიანებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. ორი წლის განმავლობაში მეც ძალიან ცუდად ვიყავი და სიცოცხლისთვის ვიბრძოდი. ამ ყველაფრის შესახებ სიმღერა Head Above Water დავწერე. თუმცა, ცუდი დღეები დღემდე მოდის და მიდის", - წერს მუსიკოსი.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული