Thumbnail

Red Hot Chili Peppers ჯონ ფრუშანტესთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული როკ ჯგუფი Red Hot Chili Peppers ახალ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ ბენდის დრამერმა, ჩედ სმიტმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში ისაუბრა.

► 10 წლის შემდეგ, Red Hot Chili Peppers-ს ჯონ ფრუშანტე დაუბრუნდა

► ნახეთ: Red Hot Chili Peppers-მა პირამიდებთან Radiohead-ის Pyramid Song შეასრულა

"ინტერვიუს წინ გამაფრთხილეს, რომ ჯგუფის შესახებ არ ვისაუბრო. თუმცა, დიახ, ჯონი ბენდში დაბრუნდა და ამით ძალიან გახარებულები ვართ. ახლო მომავალში ფესტივალებზე გამოვჩნდებით. ამჟამად კი ახალ კომპოზიციებსა და ალბომის ჩაწერაზე ვართ კონცენტრირებული", - აღნიშნა სმიტმა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში კოლექტივს გიტარისტი ჯონ ფრუშანტე დაუბრუნდა. მან ბოლოს ჯგუფთან ერთად 2006 წლის ალბომზე Stadium Arcadium იმუშავა.

Red Hot Chili Peppers 1983 წელს ლოს ანჯელესში შეიქმნა. 6 გრემის მფლობელ კოლექტივს დღემდე 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტებმა ბილბორდის ალტერნატიული მუსიკის ჩარტის რეკორდიც მოხსნეს - სხვადასხვა დროს ჰიტ აღლუმს ბენდის 13 სინგლი ლიდერობდა. ჯგუფის ბოლო, რიგით მეთერთმეტე ალბომი The Getaway 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული