Thumbnail

კრის მარტინი: Coldplay-ს აღარაფერი დარჩა მისაღწევი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალმა Q-მ 2019 წლის საუკეთესო ალბომები დაასახელა. ჩამონათვალში მოხვდა ბრიტანული პოპ როკ ბენდის, Coldplay-ს ბოლო ნამუშევარი Everyday Life. ამასთან დაკავშირებით გამოცემის ფურცლებზე კოლექტივის ფრონტმენის, კრის მარტინის ინტერვიუ დაიბეჭდა. მისი თქმით, ჯგუფმა ყველა დასახულ მიზანს უკვე მიაღწია და ამჟამად მისი საქმიანობა მომსახურების გაწევას უფრო ჰგავს.

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი ალბომი Everyday Life გაავრცელა

"კარიერაში აღარაფერი დაგვრჩა მისაღწევი. ახლა ჩვენი საქმეა, ის სიმღერები, რომლებსაც ჩვენ საიდანღაც ვიღებთ, ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე ვუთარგმნოთ. ერთგვარ მომსახურებას ვთავაზობთ, როგორც ტელევიზია ან წყალმომარაგების სამსახური. გვსურს, სარგებელი მოვუტანოთ მას, ვისაც ეს სჭირდება", - ამბობს არტისტი.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული