Thumbnail

Meek Mill: კაზინოში იმდენი ფული მოვიგე, რომ სრულად ვერ მომცეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

აზარტული თამაშების მოყვარული ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ უილიამსი, ფსევდონიმით Meek Mill, ატლანტელ კოლეგასთან, Young Thug-თან ერთად კაზინოს ესტუმრა. როგორც მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, ბლექჯეკის თამაშისას მან იმდენი თანხა მოიგო, რომ სამორინემ მისი სრულად მიცემა ვერ მოახერხა. 

► რეპერმა Meek Mill-მა ტოტალიზატორში $200,000 დოლარი წააგო

"იმდენი ფული მოვიგე, რომ კაზინომ მთლიანად ვერ მომცა", - დაწერა რობერტმა ინსტაგრამზე.

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group-ის წევრიცაა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული