Thumbnail

ნახეთ: Joy Division-ის სიმღერაზე She's Lost Control გადაღებული კლიპი გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ინგლისური პოსტ პანკ ჯგუფის Joy Division ჰიტზე She's Lost Control გადაღებული კლიპი გავრცელდა. ვიდეორგოლი საკულტო ალბომის Unknown Pleasures 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის Unknown Pleasures: Reimagined ფარგლებში შეიქმნა. ვიზუალური ნამუშევრის რეჟისორი ლორეინ ნიკოლსონია.

► ნახეთ: Joy Division-ის კომპოზიციაზე Disorder გადაღებული კლიპი გავრცელდა

► Joy Division-ის ყოფილი ფრონტმენის, იენ კერტისის საფლავი დააზიანეს

ახლო მომავალში სტუდიური ჩანაწერის კიდევ ერთ კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი გავრცელდება.

პიტერ ჰუკმა და ბერნარდ სამნერმა Joy Division 1976 წელს შექმნეს. პოსტ პანკის პიონერებმა ოთხი წლის განმავლობაში ორი ალბომის ჩაწერა მოასწრეს. 1980 წელს, ჯგუფის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ჯგუფი New Order ჩამოაყალიბეს. ჰუკმა კოლექტივთან ერთად 8 სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა, 2007 წელს კი მან სამნერთან კონფლიქტის გამო ბენდი დატოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული