Thumbnail

პარიზში დევიდ ბოუის სახელობის ქუჩა გაიხსნება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მე-13 რაიონში, მეტროსადგურ Austerlitz-ის მახლობლად მდებარე ქუჩას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის პატივსაცემად მის სახელს დაარქმევენ. ამის შესახებ არტისტის დიდმა თაყვანისმცემელმა, რაიონის გამგებელმა ჟერომ კუმემ სააგენტო France-Presse-თან ისაუბრა.

► ნახეთ: დევიდ ბოუის კლიპის Heroes ახალი ვერსია გავრცელდა

"სულ მალე პარიზის მე-13 რაიონში დევიდ ბოუის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ქალაქის საბჭო ამ წინადადებას თებერვალში დაამტკიცებს. თანხმობაზე არანაირი პრობლემა არ იქნება", - ამბობს გამგებელი.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-სა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული