Thumbnail

კალიფორნიაში კინო და სატელევიზიო დაჯილდოების Critics' Choice Awards ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ტრადიციულად მუსიკალურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს 2020 წლის Critics' Choice Awards-ზე

► ნახეთ: მუსიკოსების 10 გამორჩეული ჩაცმულობა 2019 წლის წითელი ხალიჩებიდან

კინოსურათ Joker-ისთვის დაწერილი მუსიკალური თემის ნომინაციაში ისლანდიელმა კომპოზიტორმა, ჰილდურ გუდნადოტირმა გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში კი ჯილდო გაიყვეს ლეგენდარული ბრიტანელი არტისტის, ელტონ ჯონის მიერ ფილმისთვის Rocketman დაწერილმა ნამუშევარმა (I'm Gonna) Love Me Again და ირანელი ჯესი ბაკლის კომპოზიციამ Glasgow (No Place Like Home) კინოსურათისთვის Wild Rose.

ცერემონიის დაწყებამდე ნომინანტებმა და ღონისძიების სხვა სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი. გთავაზობთ ღონისძიებაზე დამსწრე მუსიკოსების ფოტოსურათებს:

Jennifer Lopez

ცნობილი პოპ მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი წითელ ხალიჩაზე Georges Hobeika-ს ღია კრემისფერი კაბით იწონებდა თავს.

Billy Porter

ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი პორტერმა კამერების წინ Hogan McLaughlin-ის მიერ შექმნილი სამოსით გაიარა.

Kelly Clarkson

Alessandra Rich-ის კაბა მოირგო მომღერალმა კელი კლარკსონმა.

Hildur Guðnadóttir

ისლანდიელი კომპოზიტორი, ჰილდურ გუდნადოტირი კამერების წინ კინოსურათ Joker-ისთვის დაწერილი მუსიკალური თემის კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ გამოჩნდა.

Cynthia Erivo

ბრიტანელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სინტია ერივომ კი არჩევანი Fendi-ს სამოსზე შეაჩერა.

Awkwafina

რეპერი Awkwafina წითელ ხალიჩაზე Elie Saab-ის ყვითელი კაბით გამოჩნდა.

Jessie Buckley

კამერების წინ გამოჩნდა ირლანდიელი მსახიობი და მუსიკოსი ჯესი ბაკლი, რომელმაც მუსიკალური დრამის Wild Rose საუნდტრეკით Glasgow (No Place Like Home) საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვა.

Mj Rodriguez

ამერიკელი მომღერალი, ემ ჯეი როდრიგესი ღონისძიებაზე Moschino-ს კაბით მივიდა.

AJ Michalka

Moschino-ს კაბაზე შეაჩერა არჩევანი მუსიკოსმა და მსახიობმა ეი ჯეი მიშაკამაც.
გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული