Thumbnail

მუსიკოსი გიორგი ერგემლიძე ახალ კომპოზიციას Song for Goodbye ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ EP-ში სახელწოდებით Have No Idea იქნება წარმოდგენილი, რომელიც 21 იანვარს გამოიცემა.

გიორგი ერგემლიძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც პირველი სიმღერა "გემი მიდის" დაწერა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს ჯგუფებში Mutual Friends და Qordo უკრავდა, რომლებთან ერთადაც ალბომები So Many People და Marsidan ჩაწერა. ის ასევე ბენდში ZurGi მოღვაწეობდა. 2012 წელს გიორგიმ სოლო ჩანაწერი Eclectic გაავრცელა. მას შემდეგ არტისტმა არაერთი EP და ალბომი გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული