Thumbnail

Monsta X-ის წევრი Joohoney ჯგუფს დროებით ტოვებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, Monsta X-ის წევრი ჯუჰონი კარიერაში პაუზას იღებს. როგორც ბოიბენდის ლეიბლის, Starship Entertainment-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი არტისტის ფსიქიკური მდგომარეობაა.

► ნახეთ: Monsta X-მა კომპოზიცია Middle of the Night შეასრულა

► ბოიბენდ Monsta X-ის წევრმა, Wonho-მ კოლექტივი დატოვა

"ჯუჰონის ცოტა ხნის წინ შფოთვითი აშლილობის სიმპტომები გამოუვლინდა. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად, მან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სრულყოფილი დასვენება და სტაბილური გარემო ესაჭიროება. ჩვენ ამ საკითხზე კოლექტივის წევრებსა და პირადად ჯუჰონის ვესაუბრეთ და გადავწყვიტეთ, მის გამოჯანმრთელებაზე ვკონცენტრირდეთ. კოლექტივში მისი დაბრუნების ვადები ამ პროცესის წარმატებით დასრულებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფის წევრების კარგად ყოფნისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების ხუთგზის გამარჯვებული ბენდი 2015 წელს სეულში ჩამოყალიბდა. კოლექტივს განსაკუთრებული წარამატება სიმღერებმა Hero და Beautiful მოუტანა. ჯგუფთან ერთად გავრცელებული კომპოზიციების გარდა, ჯუჰონის სოლო ნამუშევრებიც აქვს გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული