Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერი შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა პიანინოს თანხლებით პოპულარული ამერიკელი არტისტის, ფრენკ ოუშენის კომპოზიციის Godspeed ქავერ ვერსია შეასრულა. ვიდეოჩანაწერს ბლეიკი ინსტაგრამზე ავრცელებს.

► ნახეთ: James Blake-მა კომპოზიცია Are You in Love? შეასრულა

► ნახეთ: James Blake-მა კლიპი Can't Believe the Way We Flow გაავრცელა

Godspeed ოუშენის რიგით მეორე ალბომში Blonde შედის, რომელიც მუსიკოსმა 2016 წელს გაავრცელა.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი, ტრევის სკოტი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული