Thumbnail

ნახეთ: Wale-მ კომპოზიციის Love... (Her Fault) კლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ვაშინგტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ვალეიმ კომპოზიციაზე Love... (Her Fault) ვიდეოკლიპი გადაიღო. ჩანაწერში არენბი შემსრულებელი ბრაისონ ტილერი მონაწილეობს. სინგლი ვალეის ახალ ალბომში Wow... That's Crazy შედის, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

► მოუსმინეთ: Wale-მ ახალი ალბომი Wow... That's Crazy გაავრცელა

Wale-მ (WAin`t Like Everyone) შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს გამოშვებული მიქსტეიპით Paint A Picture დაიწყო. მისი წარმატება ჰიპ ჰოპ კოლექტივში Maybach Music Group გაწევრიანებას უკავშირდება. 2011 წელს რეპერის კომერციულად მომგებიანი სტუდიური ალბომი Ambition გამოვიდა, რომელიც მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული