Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი King Krule ახალ კომპოზიციას (Don't Let the Dragon) Draag On და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Man Alive! იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვება. სტუდიური ჩანაწერი 14 ტრეკს გააერთიანებს.

► ნახეთ: King Krule მოკლემეტრაჟიან ფილმს და 4 გამოუცემელ კომპოზიციას ავრცელებს

► მოუსმინეთ: Jadasea-მ და King Krule-მა ახალი ჩანაწერი Half-Life გაავრცელეს

არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი 6 Feet Beneath the Moon გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება პოსტ პანკს, პანკ ჯაზს, ჰიპ ჰოპს, დარქვეივს და ტრიპ ჰოპს აერთიანებს. მარშალი მხოლოდ პროდიუსერის რანგში პროექტით Edgar the Beatmaker მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული