Thumbnail

მოუსმინეთ: Dreamville არი ლენოქსისა და EarthGang-ის ახალ სინგლებს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შემოქმედებითმა გაერთიანებამ Dreamville მისი წევრების, ამერიკელი მუსიკოსის Ari Lennox-ისა და ჰიპ ჰოპ დუეტის EarthGang ახალი კომპოზიციები გაავრცელა. ლეიბლმა ტრეკები Bussit და Still Up სინგლების სერიის "1/16" სახით გამოსცა.

ჯერმეინ ქოულმა "დრიმვილი" 2007 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივი დღეს რამდენიმე რეპერსა და არენბი შემსრულებელს აერთიანებს. თავად ქოულის გარდა, ჯგუფის წევრები J.I.D, Bas, Cozz, Lute, EarthGang, Omen და Ari Lennox არიან. მათი სადებიუტო კომპილაციური ალბომი Revenge Of The Dreamers 2014 წელს, მსხვილ ლეიბლთან Interscope კონტრაქტის გაფორმების აღსანიშნავად ჩაიწერა. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულმა გაერთიანებამ ნამუშევრის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. Revenge of the Dreamers III კი, რომელიც 2019 წლის ივლისში გამოვიდა, კომერციულად წარმატებული გამოდგა და გრემის ნომინაციებიც დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული