Thumbnail

Nintendo თემატური პარკის გახსნასთან დაკავშირებით სიმღერას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შვედური ელექტრონული დუეტი Galantis ახალ კომპოზიციას We Are Born to Play ავრცელებს. ჩანაწერში ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX მონაწილეობს. ნამუშევარი მუსიკოსებმა კონსოლებისა და ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანიის Nintendo თემატური პარკის გახსნასთან დაკავშირებით შექმნეს.

გასართობი პარკი Super Nintendo World იაპონიის ქალაქ ოსაკაში 2020 წლის ზაფხულში გაიხსნება.

ელექტრონული დუეტი Galantis ქალაქ სტოკჰოლმში 2012 წელს შეიქმნა. 2015 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Pharmacy გაავრცელეს. არტისტებს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული