Thumbnail

ნახეთ: Redman კლიპს Slap Da Shit Outcha ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ ჯერსელი ჰიპ ჰოპ არტისტი რეჯინალდ ნოუბლი, ფსევდონიმით Redman, მსმენელს კომპოზიციაზე Slap Da Shit Outcha გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ტრეკი ვეტერანი ემსის სტუდიურ ნამუშევარში 3 Joints არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Redman სამტრეკიან ჩანაწერს 3 Joints ავრცელებს

რედმენი წარმატებული რეპერი, დიჯეი და მსახიობია. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს დაიწყო და ამ დრომდე 8 სტუდიური ჩანაწერიც გამოუშვა. სოლო კარიერის გარდა, რეჯინალდმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთ წამყვან წევრთან, მეთოდ მენთან ერთად დუეტიც ჩამოაყალიბა. მათი მთავარი მიღწევა კომერციულად მომგებიანი ერთობლივი ნამუშევარი Blackout! გახლავთ. 2001 წელს კოლეგებმა კომედიური ჟანრის პოპულარულ ფილმში How High მთავარი როლებიც შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული