Thumbnail

ნახეთ: Atmosphere ვიდეორგოლს Love Each Other ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ დუეტი Atmosphere მსმენელს კომპოზიციაზე Love Each Other გადაღებულ კლიპს სთავაზობს. ტრეკი ვეტერანი არტისტების, რეპერის Slug და პროდიუსერის Ant გასული წლის ალბომის Whenever ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ ჯგუფი Atmosphere ვიდეორგოლს Stopwatch აქვეყნებს  

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ დუეტმა Atmosphere კომპოზიციაზე Graffiti ვიდეოკლიპი გადაიღო  

► ნახეთ: ჰიპ ჰოპ დუეტმა Atmosphere კომპოზიციაზე Drown კლიპი გადაიღო

მინესოტელმა არტისტებმა ჰიპ ჰოპ დუეტი 1989 წელს ჩამოაყალიბეს. მათი შემოქმედება 10 ალბომს, 2 კომპილაციურ ჩანაწერსა და ათ EP-ის მოიცავს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, გაერთიანებამ ისეთ ცნობილ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: MF Doom, Aesop Rock, Murs, Evidence და სხვები.

აღსანიშნავია, რომ Atmosphere-მა პროექტის Sad Clown/Bad Dub ფარგლებში მსმენელებს ლაივ სესიებიც შესთავაზა, რომლებიც 13 ალბომად გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული