Thumbnail

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის მუსიკა ბილი აილიშმა დაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში "ჯეიმს ბონდის" ახალი, რიგით 25-ე ფილმის No Time to Die ამავე სახელწოდების მუსიკალურ თემას შეასრულებს. ცნობილია, რომ მან კომპოზიცია თავის ძმასთან, ფინიასთან ერთად დაწერა.

► ჯეიმს ბონდის ახალი ნაწილისთვის No Time to Die მუსიკას ჰანს ციმერი დაწერს

"ჯეიმს ბონდის მუსიკალურ თემას ბილი აილიში შეასრულებს. ის ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, ვინც ამ კინოსურათისთვის ტრეკი დაწერა და ჩაწერა", - ნათქვამია ფილმის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

"საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ფილმის ნაწილი ხდები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ლეგენდარული კინოსურათისთვის კომპოზიციის დაწერის საშუალება მომეცა. შოკში ვარ" , - დაწერა ტვიტერზე თავად ბილი აილიშმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიცემა კომპოზიცია. კინოსურათის პრემიერა აშშ-ში 10 აპრილსაა დაგეგმილი. ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში, რომლის რეჟისორიც კერი ფუკუნაგა გახლავთ, მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და ანა დე არმასი ასრულებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული