Thumbnail

ნახეთ: BTS-მა გლობალური პროექტი Connect, BTS დაიწყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS საერთაშორისო პროექტი Connect, BTS დაიწყო, რომელიც მუსიკასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის ურთიერთკავშირის ჩვენებას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიოს ხუთ ქალაქსა და 22 ხელოვანს აერთიანებს. მის ფარგლებში ბიჭები ლონდონში, ბერლინში, ნიუ იორკში, სეულსა და ბუენოს აირესში მოღვაწე არტისტებთან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუებს გაავრცელებენ და თაყვანისმცემლებს მათ ხედვებსა და ნამუშევრებს გააცნობენ.

► ნახეთ: BTS - Interlude: Shadow

► ნახეთ: BTS-მა ახალი ალბომი Map of the Soul: 7 დააანონსა

"პროექტი სამყაროში პოზიტიური გზავნილების გავრცელებას ისახავს მიზნად. ის დაგვანახებს ურთიერთკავშირებს მუსიკასა და ხელოვნების სხვა დარგებს, ასევე, არტისტებსა და მათ აუდიტორიას შორის", - ამბობენ კოლექტივის წევრები.   

პირველ ინტერვიუში ბოიბენდმა თაყვანისმცემლებს ლონდონში მოღვაწე დანიელი ხელოვანის, იაკობ კუდსკ სტინსენის ნამუშევარი - ტყის ციფრული სიმულაცია წარუდგინა.

ვიდეოინტერვიუ უკვე გავრცელდა "ბითიესის" იუთუბის არხზე Bangtan TV.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული