Thumbnail

ნახეთ: BTS-ის წევრები ფორმულა E-ს რეკლამაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრების მონაწილეობით ელექტრომობილების საერთაშორისო შეჯიბრების, ფორმულა E-ს სარეკლამო ვიდეო გავრცელდა. კადრებში ბიჭები ეკოლოგიურად უსაფრთხო სპორტული ავტომობილების ფონზე პოზირებენ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კეიპოპ კოლექტივი ფორმულა E-ს გლობალური ელჩი გახდა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო.

► ნახეთ: BTS-მა გლობალური პროექტი Connect, BTS წამოიწყო

► ნახეთ: BTS - Interlude: Shadow

► ნახეთ: BTS-მა ახალი ალბომი Map of the Soul: 7 დააანონსა

ჩვენ ერთი მისია გვაერთიანებს - ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ უზრუნველვყოთ სუფთა მომავალი", - ამბობენ არტისტები ვიდეოში.

ფორმულა E-ს პროექტში სხვადასხვა დროს ისეთ მსახიობებს მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიც არიან: ლეონარდო დიკაპრიო, დაიან ქრიუგერი, ორლანდო ბლუმი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ "ბითიესი" გაეროს ბავშვთა ფონდის ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაშიც ჩაერთო.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული