Thumbnail

მუსიკოსები, რომლებიც 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Depeche Mode, ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი The Notorious B.I.G. და პოპულარული ამერიკული ბენდი Nine Inch Nails როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცერემონია 2 მაისს კლივლენდში გაიმართება და საკაბელო ტელევიზია HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

დიდების დარბაზში აგრეთვე ბრიტანული როკ ჯგუფი T. Rex და ამერიკული ბენდი The Doobie Brothers შევიდნენ.

Nine Inch Nails და Depeche Mode დღემდეც არაერთხელ დაუსახელებიათ ნომინანტების სიაში. უიტნი ჰიუსტონმა, T. Rex-მა და The Doobie Brothers-მა კი დარბაზში შესვლა პირველივე წარდგენაზე მოახერხეს. 

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი კლივლენდში მდებარეობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული