Thumbnail

ნახეთ: ოზი ოსბორნზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსზე, ოზი ოსბორნზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის Biography: The Nine Lives Of Ozzy თრეილერი გავრცელდა. სურათის რეჟისორი გრეგ ჯონსტონი გახლავთ, პროდიუსერებს შორის კი ოზის ცოლი, შერონი და შვილი, ჯეკი გვევლინებიან.

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ელტონ ჯონი სიმღერას Ordinary Man ავრცელებენ

► ნახეთ: ოზი ოსბორნმა სიმღერაზე Straight to Hell კლიპი გადაიღო

 ნახეთ: ოზი ოსბორნმა სიმღერაზე Under the Graveyard ავტობიოგრაფიული კლიპი გადაიღო

სურათის პრემიერა ფესტივალზე South by Southwest შედგება, რომელიც 13-22 მარტს ქალაქ ოსტინში გაიმართება. ფილმში ოზის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ იქნება მოთხრობილი. დოკუმენტურ ნამუშევარში აგრეთვე ვიხილავთ მერილინ მენსონს, ფოსთ მელოუნს, რობ ზომბის და სხვებს.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული