Thumbnail

ნახეთ: Coldplay-მ ელენ დეჯენერისის შოუში სიმღერა Cry Cry Cry შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა, Coldplay-მ ელენ დეჯენერისის შოუში კომპოზიცია Cry Cry Cry შეასრულა. ბენდმა ტრეკი სტუდიაში მყოფ ადამიანებთან ერთად იმღერა. ნამუშევარი კოლექტივის ბოლო, ორმაგ ალბომში Everyday Life არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში გამოიცა.

► კრის მარტინი: Coldplay-ს აღარაფერი დარჩა მისაღწევი

► ნახეთ: Coldplay კომპოზიციაზე Everyday Life გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► კრის მარტინი: ჩემი მანერების გამო თანასკოლელებს გეი ვეგონე

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული