Thumbnail

მოუსმინეთ: ემინემმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, დაანონსების გარეშე ახალი ალბომი Music To Be Murdered By გამოაქვეყნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, ნამუშევარი ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებით შექმნა. დეტროიტელი ემსის მე-11 ალბომი 20 კომპოზიციას აერთიანებს. მათზე მუშაობისას, ლირიცისტმა კოლეგებთან Royce Da 5'9", Black Thought, Q-Tip, Anderson .Paak, Juice WRLD, KXNG Crooked და Joell Ortiz ითანამშრომლა. 

► მოუსმინეთ: Eminem და Mary J. Blige რეპერ Fat Joe-ს ახალ ტრეკში Lord Above 

► მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს 

► Big Boy: Dr. Dre და Eminem ახალ მუსიკაზე მუშაობენ

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული