Thumbnail

ნახეთ: FKA twigs-მა Valentino-ს ჩვენებაზე Mary Magdalene და Cellophane შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ Valentino-ს ჩვენებაზე კომპოზიციები Mary Magdalene და Cellophane შეასრულა. სიმღერები არტისტის ბოლო ალბომში Magdalene შედის, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის ნოემბერში ჩაეშვა.

► რეცენზია: FKA twigs - MAGDALENE

► ნახეთ: FKA twigs-მა ჯორჯ გერშვინის კომპოზიცია Summertime შეასრულა

ტალია დებრეტ ბარნეტმა, სასცენო სახელით FKA twigs, სადებიუტო ალბომი LP1 ხუთი წლის წინ გამოუშვა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, თრიპ ჰოპსა და არენბის აერთიანებს. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Two Weeks და Water Me მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული