Thumbnail

ნახეთ: BTS ახალი ალბომის პირველ სინგლს Black Swan ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ბენდი BTS მომავალი ალბომის Map of the Soul: 7 პირველ სინგლს Black Swan და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს. რეჟისორ იონგსო ჩოის არტ ფილმში მოცეკვავეთა გუნდის MN Dance პერფორმანსია ნაჩვენები. ტრეკის ერთ-ერთი ავტორი კოლექტივის წევრი არემია. "ბითიესის" ახალი სტუდიური ნამუშევარი დღის სინათლეს 21 თებერვალს იხილავს.

► ნახეთ: BTS-მა გლობალური პროექტი Connect, BTS დაიწყო

► ნახეთ: BTS-ის წევრები ფორმულა E-ს რეკლამაში

► ნახეთ: BTS - Interlude: Shadow

კომპოზიცია ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, მართა გრეემის ციტატით არის შთაგონებული:

"მოცეკვავე ორჯერ კვდება - პირველად მაშინ, როდესაც ცეკვას წყვეტს. ეს სიკვდილი უფრო მტანჯველია".

A dancer dies twice – once when they stop dancing and this first death is the more painful.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული