Thumbnail

ვეტერანმა ემსიმ, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ახალი კომპოზიცია Overcomer გამოაქვეყნა. დეტროიტელი მუსიკოსის ჩანაწერში ბუფალოელი კოლეგა Westside Gunn მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის Shady წევრები არიან. ტრეკი როისის მომავალი ალბომის The Allegory სინგლია და მისი პროდიუსერი თავად მონტგომერი გახლავთ. 

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Cocaine ავრცელებს 

► ნახეთ: Eminem-ისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა 

► ნახეთ: რეპერმა Royce Da 5'9" კომპოზიციაზე Summer On Lock კლიპი გადაიღო 

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof, მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული