Thumbnail

მოუსმინეთ: Halsey ახალ ალბომს Manic ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Manic გაავრცელა. 16 ტრეკისგან შემდგარ ნამუშევარში ახალ კომპოზიციებთან ერთად წარსულში გავრცელებული სინგლები You Should Be Sad, Finally // beautiful stranger და SUGA's Interlude არის წარმოდგენილი. ამ უკანასკნელს არტისტი ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრ შუგასთან ერთად ასრულებს. ალბომში ასევე შედის მომღერალ ალანის მორისეტთან თანამშრომლობით ჩაწერილი კომპოზიცია Alanis' Interlude. 

► ნახეთ: Halsey - You Should Be Sad

► მოუსმინეთ: Bring Me The Horizon - ¿ Ft. Halsey

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული