Thumbnail

ნიკ ქეივი: ქანიე ვესთი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოსს, ნიკ ქეივს თავის ვებგვერდზე The Red Hand Files ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ლოს ანჯელესში მცხოვრებმა გოგონამ, სახელად ნაჯამ ჰკითხა, მოსწონს თუ არა ჰიპ ჰოპ არტისტი ქანიე ვესთი.

► "ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი

"ხელოვნების ნაწარმოების შექმნა სიგიჟის ერთგვარი ფორმაა. ჩვენ საკუთარ ხედვებში ვიძირებით და მათში ვიკარგებით. დღეს არ არსებობს სხვა მუსიკოსი დედამიწაზე, რომელიც ისევე ეფლობა თავის შინაგან ქაოსში, როგორ ქანიე. ამ მხრივ და ამ მომენტში ის მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია", - წერს ნიკ ქეივი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

►  ნიკ ქეივი: გეტყვით, რა პრობლემები შემიქმნა ნარკოტიკებმა

►  ნიკ ქეივმა წერილი მისწერა თაყვანისმცემელს, რომელსაც დედა ტერორისტმა მოუკლა

კომენტარები

ბოლოს დამატებული