Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონმა გარდაცვლილ დედას Somewhere Over the Rainbow მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა მაიამიში, American Airlines Arena-ზე გამართულ კონცერტზე კომპოზიცია Somewhere Over the Rainbow იმღერა, რომელიც თავდაპირველად ამერიკელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის შესრულებით გახდა პოპულარული ფილმში The Wizard of Oz. მუსიკოსმა ეს გამოსვლა თავის დედას, ტერეზა დიონს მიუძღვნა, რომელიც კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

► ნახეთ: სელინ დიონი კომპოზიციაზე Courage გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► სელინ დიონი: ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ არ შეიძლება, კარგი დრო ვატაროთ?

► ნახეთ: სელინ დიონი კომპოზიციაზე Imperfections გადაღებულ კლიპს ავრცელებს

"დედა, ძალიან გვიყვარხარ, დღევანდელ კონცერტს შენ გიძღვნი და მთელი გულით გიმღერებ", - დაწერა არტისტმა ინსტაგრამზე შოუს დაწყებამდე.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული