Thumbnail

The Doors-ის ყოფილი დრამერი და გიტარისტი კრის ნოვოსელიჩთან ერთად დაუკრავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, The Doors-ის ყოფილი წევრები, ჯონ დენსმორი და რობი კრიგერი Nirvana-ს ყოფილ ბასისტთან, კრის ნოვოსელიჩთან ერთად 23 იანვარს, ლოს ანჯელესში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრავენ. ღონისძიებიდან შემოსული თანხა უსახლკარო ადამიანებს მოხმარდებათ.

► სიმღერის ისტორია: Light My Fire

► ნახეთ: Nirvana-ს ყოფილმა წევრებმა Lithium, In Bloom და Heart-Shaped Box შეასრულეს

აღსანიშნავია, რომ ჯონ დენსმორი და რობი კრიგერი 20 წლის განმავლობაში ერთად პირველად დაუკრავენ და 30-წუთიანი გამოსვლა ექნებათ. ისინი დრამითა და აკუსტიკური გიტარით წარდგებიან, ბასზე კი კრის ნოვოსელიჩი შეუერთდებათ.

The Doors ლოს ანჯელესში 1965 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხეს და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბენდის სტატუსიც დაიმსახურეს. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის დაასახელა. ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია, მას ასევე მიღებული აქვს გრემის სპეციალური ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 1971 წელს ბენდის ვოკალისტი ჯიმ მორისონი გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ კი "დორსი" დაიშალა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული