Thumbnail

ნახეთ: დრეიქმა ეისეფ როქის გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად ყელსაბამი აჩუქა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა პოპულარულ ნიუ იორკელ კოლეგას, ASAP Rocky-ს 150,000 აშშ დოლარად შეფასებული ძვირფასი ყელსაბამი აჩუქა, რომელზეც როქის ახლო მეგობრის, 2015 წელს გარდაცვლილი ASAP Yams-ის ფიგურაა ჩამოკიდებული. 

► ნახეთ: დრეიქმა ბეჭედი 500,000 დოლარად შეიძინა 

► ნახეთ: ASAP Rocky-მ შვედეთში გამართულ კონცერტზე სცენაზე გიგანტური საკანი დადგა 

დრეიქმა როქის საჩუქარი ეისეფ იამსის გარდაცვალების დღეს, 18 იანვარს უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს იამსის პატივსაცემად დაარსებული ყოველწლიური ფესტივალი Yams Day გაიხსნა.

ეისეფ იამსი 1988 წლის 13 ნოემბერს ნიუ იორკში დაიბადა. ჰარლემელმა მუსიკოსმა 17 წლის ასაკში ეისეფ ბარისთან ერთად ჰიპ ჰოპ გაერთიანება ASAP Mob ჩამოაყალიბა. ერთი წლის შემდეგ მათ რიგებს ეისეფ როქი და ეისეფ ფერგი შეუერთდნენ. იამსი მსმენელის წინაშე ჯგუფის პირველ, 2012 წლის მიქსტეიპში Lords Never Worry გამოჩნდა. ეისეფ მობის წარმატება სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება, რადგან ის კოლექტივს საორგანიზაციო საკითხებში, ლეიბლებთან კონტაქტის დამყარებასა და პროდიუსინგში ეხმარებოდა. 2015 წლის 18 იანვარს იამსი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული