Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი პავლიაშვილი, ფსევდონიმით მასტერი, მსმენელს ახალი კომპოზიციით "მეტი არ" დაუბრუნდა. მასტერის შემოქმედებისთვის უჩვეულო ჟღერადობის ინსტრუმენტალის ავტორი Soulker გახლავთ.

► მოუსმინეთ: მასტერი - ალკონავტი  

► მოუსმინეთ: მასტერი - არ მევასება

► ნახეთ: მასტერი & ნათია დუმბაძე - ნეკი ნეკისა

გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით მასტერი, მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი" და "დარჩი რა". 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული