Thumbnail

დევიდ ოლნი კონცერტზე სიმღერის შესრულებისას გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, დევიდ ოლნი 71 წლის ასაკში ფლორიდაში, 30A Songwriters Festival-ზე კონცერტის მიმდინარეობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

"კომპოზიციის შესრულებისას დევიდი შეჩერდა, ბოდიში მოიხადა და გარდაიცვალა", - ამბობს მუსიკოსი სკოტ მილერი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა არტისტის სიკვდილამდე გადაღებული ვიდეო გაავრცელეს:

ფოლკ მუსიკოსმა დევიდ ოლნიმ მუსიკალური კარიერა 1971 წელს ჯგუფ Simpson-ში მოღვაწეობით დაიწყო და კარიერის განმავლობაში 28 სოლო სტუდიური ალბომი გამოსცა. სხვადასხვა დროს მისი კომპოზიციები ისეთ არტისტებს შეუსრულებიათ, როგორებიც არიან: Del McCoury, Slaid Cleaves, Harris და სხვები. დევიდ ოლნი ქანთრის დიდების დარბაზის წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული