Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლანტმა კლიპი Monsters გაავრცელა, რომელიც დაავადებულ მამას მიუძღვნა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლანტმა კომპოზიციაზე Monsters გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში Once Upon A Mind შედის, რომელიც 25 ოქტომბერს გამოიცა. ბლანტმა სიმღერა მამას, სახელად ჩარლზს მიუძღვნა, რომელიც თირკმელების დაავადებას ებრძვის და ორგანოს დონორს ელოდება. ვიდეორგოლში თავად ჩარლზიც მონაწილეობს.

► ნახეთ: ჯეიმს ბლანტმა 14 წლის შემდეგ კლიპის You're Beautiful გაგრძელება Cold გადაიღო

კოსოვოს ომის ვეტერანმა, კაპიტნის ჩინის მქონე ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა სადებიუტო ალბომში Back to Bedlam შესულმა სინგლებმა You're Beautiful და Goodbye My Lover მოუტანა. მსოფლიოში სტუდიური ჩანაწერის 11 მილიონი ასლი გაიყიდა, რითაც ის გაერთიანებულ სამეფოში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა. 45 წლის მომღერალს დღემდე 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული