Thumbnail

"20 წელია, ის მდიდარი და გაბრაზებულია" - MGK-მ ემინემს დასცინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელი ჰიპ ჰოპ არტისტი Machine Gun Kelly ლეგენდარული კოლეგის, Eminem-ის მიერ ახალი ალბომის Music To Be Murdered By კომპოზიციაში Unaccommodating მის მოხსენიებას გამოეხმაურა. 

► Eminem: მე ღმერთი ვარ, MGK მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე

► მოუსმინეთ: ემინემმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By გაავრცელა

"გაცოფებული ვარ, ამ ყ**ობის მოსასმენად გართობა რომ შევწყვიტე", - დაწერა მეშინმა ტვიტერზე.

"20 წელია, ემინემი მდიდარი და გაბრაზებულია", - დასცინა ქელიმ ემინემს.

ტრეკში Unaccommodating ემინემმა თავისი თავი ღმერთს, კლივლენდელი მუსიკოსი კი ეშმაკის მსახურს შეადარა:

"როდესაც მეკითხებიან, დავასრულე თუ არა MGK-სთან დაპირისპირება, ვპასუხობ: რა თქმა უნდა. მე ის მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე - მე ღმერთი ვარ, რომელიც ეშმაკის მსახურებსაც კი პატიობს".

დეტროიტელ ემსისა და კოლსონ ბეიკერს შორის ურთიერთობა 2018 წელს დაიძაბა, როდესაც ვეტერანმა ემსიმ გაყიდვაში ახალი ალბომი Kamikaze ჩაუშვა, რომლის ტრეკებშიც მან არაერთი მუსიკოსი გადისა. კომპოზიციაში Not Alike ემინემმა მეშინ გან ქელის საკუთარ შვილზე, ჰეილიზე საუბარი აუკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქელიმ გოგონას "ძალიან სექსუალური" (Hot as fu*k) უწოდა, რამაც, როგორც ჩანს, სახელოვანი რეპერი გაანაწყენა.

მეშინ გან ქელიმ ემინემს კომპოზიცია Rap Devil მიუძღვნა, რომელშიც ვეტერან რეპერს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ემინემი საკუთარი დაცვის წევრებსა და დოქტორ დრეს ინსტრუმენტალებს არის ამოფარებული. ქელის თქმით, 2010 წლის ალბომი Recovery მუსიკოსის უკანასკნელი ღირებული ჩანაწერია.

► ნახეთ: რეპერი Machine Gun Kelly ახალ ტრეკში Eminem-ს კარიერის დასრულებისკენ მოუწოდებს 

საპასუხოდ, ემინემმა კომპოზიცია Killshot გაავრცელა. "მომიწია, შენთვის კარიერა მეჩუქებინა, რათა შემდეგ დამენგრია (Had to give you a career to destroy it)", - მიმართა ჩანაწერში მეშინ გან ქელის დეტროიტელმა არტისტმა. 

► მოუსმინეთ: Eminem-მა Machine Gun Kelly-ს საპასუხო დის-ტრეკი Killshot გაავრცელა 

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული