Thumbnail

ნახეთ: Yelawolf ვიდეორგოლს You And Me ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალაბამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ათამ, ფსევდონიმით Yelawolf, კომპოზიციაზე You And Me შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ვიზუალურ ნამუშევარში იელას მიერ დეტროიტში გამართული კონცერტის კადრებია წარმოდგენილი. ჩანაწერი სამხრეთელი მუსიკოსის 2019 წლის ალბომის Ghetto Cowboy ერთ-ერთი სინგლია. 

► მოუსმინეთ: Yelawolf ახალ ალბომს Ghetto Cowboy ავრცელებს 

► ნახეთ: Yelawolf ვიდეორგოლს Opie Taylor ავრცელებს

იელამ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომს CreekWater, რომელიც არტისტმა თავად გაავრცელა, წარმატება არ მოჰყოლია. თუმცა, მუსიკოსის შემდეგი სტუდიური ჩანაწერის Radioactive პრომოუშენსა და დისტრიბუციაზე უკვე ცნობილმა ლეიბლმა Interscope იზრუნა. შემსრულებლის საუკეთესო ნამუშევრად Love Story ითვლება, რომელიც ჰიპ ჰოპის, როკისა და ქანთრი მუსიკის სინთეზია. 2011-17 წლებში რეპერი ლეგენდარული ემინემის გაერთიანების, Shady Records-ის წევრი გახლდათ. მან კოლექტივის კომპილაციურ ალბომში Shady XV მიიღო მონაწილეობა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული