Thumbnail

Halsey: ჩემს კარიერაში ეს ყველაზე უცენზურო სიმღერაა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჰოლზიმ თავისი ახალი სტუდიური ალბომის Manic გამოშვებასთან დაკავშირებით, ლოს ანჯელესში, Capitol Records-ის სათაო ოფისში წვეულება გამართა. არტისტმა ნამუშევარში შესული რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა და სტუმრების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა.

► მოუსმინეთ: Halsey ახალ ალბომს Manic ავრცელებს

► ნახეთ: Halsey - You Should Be Sad

"როცა Manic-ზე ვმუშაობდი, ჩემთვის ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებთან მომიხდა შეხება. მაგრამ ვთქვი - მოცდას არ ვაპირებ, ამ ყველაფერზე ახლავე დავწერ. ეს ყველაზე სასიამოვნო რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. თქვენ კი ნამუშევარი უპირობოდ მიიღეთ. ამისთვის მადლიერი ვარ", - მიმართა არტისტმა სტუმრებს.

კომპოზიციის "929" შესრულებამდე კი მომღერალმა აღნიშნა:

"ეს, ალბათ, ყველაზე უცენზურო სიმღერაა, რაც ცხოვრებაში დამიწერია".

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული