Thumbnail

ემინემმა მანჩესტერის ტერაქტზე გარეპვის გამო კრიტიკა დაიმსახურა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქალაქ მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნემმა დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, ახალი კომპოზიციის Unaccommodating ტექსტის გამო გააკრიტიკა. ნამუშევარში რეპერმა საკუთარი წარმატებული ალბომები იმ ბომბებს შეადარა, რომლებიც 2017 წელს არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი ტერაქტის დროს აფეთქდა. ფრაზის დასასრულს ტრეკში აფეთქების ხმაც ისმის.

► Eminem: მე ღმერთი ვარ, MGK მომაკვდინებელი ცოდვებისგან განვწმინდე

► მოუსმინეთ: ემინემმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By გაავრცელა

► ნახეთ: Eminem - Darkness

"But I'm contemplating yelling "Bombs away" on the game 
Like I'm outside of an Ariana Grande concert waiting".

"მაგრამ ამ თამაშში მე ვაკვირდები ყვირილს "ბომბი აფეთქდა",
თითქოს გარეთ ვდგავარ, არიანა გრანდეს კონცერტის დაწყებამდე".

არტისტის ამ შედარებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, მანჩესტერის მერმა კი ნათქვამი ემინემის მხრიდან უპატივცემულობად შეაფასა. 

"ემინემის მხრიდან ამ სიტყვების წარმოთქმა ძალიან მტკივნეულია და უპატივცემულობას გამოხატავს ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ", - თქვა მერმა.

ტერაქტის დროს გარდაცვლილი მამაკაცის დედამ, ფიგენ მიურეიმ კი შემსრულებლის საქციელს "სულელური" და "აბსოლუტურად უაზრო" უწოდა. თავად რეპერს ან არიანა გრანდეს ტექსტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2017 წლის მაისში ქალაქ მანჩესტერში, Manchester Arena-ს დერეფანში არიანა გრანდეს კონცერტის დაწყებამდე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 23 ადამიანი ემსხვერპლა.

10 კონცერტი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა

კომენტარები

ბოლოს დამატებული