Thumbnail

ამერიკელი არტისტი Empress Of ახალ სიმღერას Call Me ავრცელებს. კომპოზიცია იტალიური წარმოშობის კანადელი რეჟისორის, ფლორია სიგიზმონდის საშინელებათა ფილმის The Turning ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. კინოსურათის პრემიერა 24 იანვარს იგეგმება.

► მოუსმინეთ: Perfume Genius-მა Empress Of-ის სიმღერა When I'm With Him დააქავერა

► ნახეთ: Empress Of სიმღერაზე I Don't Even Smoke Weed გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ლორლი როდრიგესმა, სასცენო სახელით Empress Of, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს მან სადებიუტო ალბომი Me გამოუშვა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მოხვდა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ტრეკებმა Water Water და How Do You Do It მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული