Thumbnail

კალიფორნიელი არენბი და ნეო სოულ შემსრულებელი, ჯენეი აიკო ახალ კომპოზიციას PU$$Y Fairy (OTW) და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Chilombo შევა, რომელიც 2020 წელს გამოიცემა.

► ნახეთ: Jhené Aiko - None Of Your Concern Ft. Big Sean

► მოუსმინეთ: Jhené Aiko-მ სიმღერის Triggered (Freestyle) რემიქსი გაავრცელა

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. 2013 წელს მან Big Sean-ის სინგლში Beware მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც პირველად მოხვდა ბილბორდის ჩარტში. არენბი შემსრულებელს ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული