Thumbnail

ნახეთ: Tyler, The Creator-ის პერფორმანსი გრემიზე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლოს ანჯელესში გრემის 62-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო რეპ ალბომის ნომინაციაში კალიფორნიელი მუსიკოსის, ტაილერ გრეგორი ოკონმას, ფსევდონიმით Tyler, The Creator, სტუდიურმა ჩანაწერმა IGOR გაიმარჯვა.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია 

► ბილი აილიშმა Grammy-ზე რეკორდი მოხსნა

Staples Center-ში გამართულ ღონისძიებაზე ტაილერმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წლის საუკეთესო ალბომის ორი სინგლი EARFQUAKE და NEW MAGIC WAND შეასრულა. მას სცენაზე არენბი ჯგუფი Boyz II Men და ცნობილი მუსიკოსი Charlie Wilson შეუერთდნენ.

ტაილერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. ამავე წელს ტელეკომპანია MTV-მ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა. 2019 წლის დასაწყისში მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი IGOR ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული