Thumbnail

ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ახალი კომპოზიცია Letter To Nipsey გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წელს გარდაცვლილ კოლეგას, Nipsey Hussle-ს მიუძღვნა. ჩანაწერში ახალგაზრდა არენბი შემსრულებელი Roddy Ricch მონაწილეობს, რომელმაც ნიფსისთან გრემის მფლობელ ტრეკზე Racks In The Middle ითანამშრომლა.

► Meek Mill: კაზინოში იმდენი ფული მოვიგე, რომ სრულად ვერ მომცეს 

► Meek Mill-მა 5 რჩეული თანამედროვე რეპერი დაასახელა 

Meek Mill: Lil Baby-ს სცენაზე ჯიბეში 100,000 დოლარი ედო 

მიკი და ნიფსი ლეიბლის Atlantic Records წევრები და ახლო მეგობრები იყვნენ. კოლეგებმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე ტრეკზე ითანამშრომლეს, მათ შორის კომპოზიციაზე What These Bitches Want. ამასთან, ჰასლმა მილის კლიპში Going Bad მიიღო მონაწილეობა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნიფსიმ განაცხადა, რომ ის და ფილადელფიელი რეპერი კოლაბორაციულ ალბომზე მუშაობდნენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული