Thumbnail

ნახეთ: გრემიზე ნიფსი ჰასლისა და კობი ბრაიანტის ხსოვნას პერფორმანსი მიუძღვნეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლოს ანჯელესში გამართულ გრემის 62-ე ცერემონიაზე 2019 წელს გარდაცვლილი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Nipsey Hussle-ის ხსოვნას პერფორმანსი მიუძღვნეს. მაყურებელთა წინაშე მუსიკოსები John Legend, DJ Khaled, Meek Mill, Roddy Ricch, Kirk Franklin და YG წარდგნენ. ნიფსისთან ერთად შემსრულებლებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპულ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს.

► ნახეთ: Grammy 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია 

► მოუსმინეთ: Meek Mill - Letter To Nipsey Ft. Roddy Ricch 

► ნახეთ: Tyler, The Creator-ის პერფორმანსი გრემიზე 

პერფორმანსის დასაწყიში სცენაზე ფილადელფიელი რეპერი Meek Mill ნიფსის პატივსაცემად გავრცელებული ახალი კომპოზიციით Letter To Nipsey გამოჩნდა. მის შემდეგ სცენა დანარჩენმა არტისტებმა დაიკავეს და გარდაცვლილი რეპერის მონაწილეობით შექმნილი ცნობილი ტრეკი Higher შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ნიფსის გრემის ორი ჯილდო გადასცეს. ჰასლის კომპოზიცია Racks In The Middle წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ პერფორმანსად დაასახელეს. მისი მონაწილეობით შექმნილი დიჯეი ქალიდის ტრეკი Higher კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ/ვოკალური პერფორმანსის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული